ანანურის ტრაგედია

ნანურის ციხე-სიმაგრე ხშირად ექცეოდა ფეოდალური დაპირისპირების ეპიცენტრში. მას ძალიან ბევრი ტრაგედია ახსოვს, თუმცა მათგან ყველაზე საზარელი იყო 1739 წლის ტრაგედია არაგვის საერისთავოსა და შანშე ქსნის ერისთავს შორის: როდესაც

შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული, არაგვის ერისთავებს, მისი ძმის იესეს ცოლი დაუტყვევებიათ და ნამუსი აუხდიათ. მართალია შანშეს ოჯახმა არაგველებს სამაგიერო გადაუხადა, თუმცა ამ ყველაფერმა ანანურის ციხე-სიმაგრე ძალიან დააზარალა. შანშეს ოჯახი შეურაცმყოფელებს ლეკთაგან დაქირავებული ჯარით მისდგომია და ანანურის ციხე-სიმაგრე დაურბევია, სადაც არაგვის ერისთავი ბარძიმი, საკუთარ ძმასთან ერთად იყო გამაგრებული. მოალყეებს ვერაფერი ვერ გაუკეთებიათ, თუმცა სამაგიეროდ ზაფხულის აუტანელ სიცხეში, როდესაც წყალი არსებობისთვის აუცილებელია წყალსადენი ჩაუკეტიათ და არაგველები ამით გამოუტეხიათ. არაგვის ერისთავი ბარძიმი სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ჩაბარებულა, თუმცა მისი ვაჟი ''შეუპოვარში'' გამაგრებულა და ბრძოლა გაუგრძელებია. შანშეს ოჯახს ფიცი დაურღვევია და ბარძიმი მოუკლია, შემდეგ ''შეუპოვარიც'' აუღია და ცეცხლი წაუკიდებია. არაგველები ამ ფაქტმა ისე იმოქმედა, რომ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოუქოლიათ და დამწვართა სამარხად უქცევიათ. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს არქეოლოგებმა. მათ საშინელი სურათი წარმოუდგათ თვალწინ, ნახაძრალი სავსე იყო დიდებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საოჯახო ნივთებით.
1791 წელს ერეკლე II-ის მიერ დაწერილ განწესებაში იგი საქართველოს 7 უძლიერეს ციხეში იქნა მოხსენიებული.

''შეუპოვარი''

No comments:

Post a Comment

ამ ბლოგში მე თქვენს მოხიბვლას ანანურის საოცარი ციხე-სიმაგრეთი შევეცდები, რომელიც მნახველს ყოველთვის გაოცებულს ტოვებს

პოპულარული პოსტები

პოსტები