არქიტექტურა

ანანურის კომპლექსი
ანანურის კომპლექსი ორი ძირითადი ნაწილისგან - ზედა და ქვედა ციხისაგან შედგება, რომელთაგან ქვედა დანგრეულია, ხოლო ზედა კარგადაა შემონახული


ანანურის ზედა და ქვედა ციხის გეგმა

ქვედა ციხე
ციხე, რომელიც ზედა ციხეზეა მიშენებული XVIII საუკუნეში იქნა აშენებული, სადაც ახლა აგურით ნაგები კოშკებისა და საცხოვრებელი სახლების კვალიღაა შემორჩენილი, რომლების ციხის ფუნქციის მოშლის შემდეგ ააგეს მის ტერიტორიაზე.

ზედა ციხე(ციტადელი)
ზედა ციხე ქვედასაგან განსხვავებით, XVI-XVII საუკუნეებში იქნა აგებული. იგი ხუთგვერდა ფორმისაა.
ანსამბლში შედის ''ხევსურული კოშკი'', ღვთაების ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, ეკლესია ''მკურნალი'', სამრეკლო, საკანი და წყალსაცავი, რომელიც სამწუხაროდ 1739 წლის ბრძოლაში არაგველთათვის დამღუპველი აღმოჩნდა. 

                                                             
''შეუპოვარი''
თუკი ჩვენ ანანურში მოხვედრისას საბრძოლო ბილიკს გავუყვებით, საბოლოოდ ანსამბლის დასავლეთ კედელთან აღმოვჩნდებით, სადაც 3 კოშკს წავაწყდებით, რომელთაგან ყველაზე მაღალი 20 მეტრის სიმაღლის კოშკი ''შეუპოვარი'' ცენტრში მდებარეობს. სათოფურებიანი კოშკი თავიდან ექვსსართულიანი ყოფილა, თუმცა შემდგომ კიდევ უფრო აუმაღლებიათ, ამავედროულად კი სხვა კოშკებთან საბრძოლო ბილიკებით დაუკავშირებიათ.

ღვთაების ეკლესია
ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. გუმბათი მთლიანად აგურისაა. ტაძრის შიგნით, გუმბათქვეშა მარჯვენა მკლავში, მოთავსებულია ქვით ნაგები ბალდახინი – საფლავზე აღმართული ძეგლი. მის კედლებზე არსებული ვრცელი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი 1674წ. აუგია აბაშიძის ასულს, ანახანუმს უდროოდ გარდაცვლილი მეუღლისთვის-საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისთვის.



ხევსურული კოშკი
ატეხი ქვით ნაშენი, 18 მეტრი სიმაღლის, ანსამბლის უძველესი ნაგებობა, ხევსურული კოშკი ზედა ციხის ცენტრში მდებარეობს. მისი აშენება (XIV-XVსს) საქართველოს არეულობის ხ პერიოდს დაემთხვა და არამარტო მისი, ამიტომ მის თითოეულ სართულში ისრული და სათვალთვალო ადგილებია დატანებული.


ღვთისმშობლის ეკლესია 
ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია, მის სამხრეთ ფასადზე არსებული წარწერის მიხედვით 1689 წელს ერისთავ ბარძიმის დაკვეთით ბოლქაუთიხიცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის თავზეც საიდუმლო ოთახებია განთავსებული. სამხრეთ კედელზე, სარკმლების ქვემოთ — განკითხვის დღე, ბურჯებზე — წმინდანების, ხოლო პილონებზე — ასურელი მამების გამოსახულებებია გამოოსახული.


მკურნალი

ზედა ციხის აღმოსავლეთ კიდეში დგას ეკლესია „მკურნალი”, რომლის თითქმის მთელი კორპუსი გალავნის გარეთ გადის. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კედელში გაჭრილი სარკმელი ამჟამად ამოქოლილია. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, ოთხკუთხა ტრაპეზი დგას. მსგავსი ნაგებობაა ჩრდილოეთის ნიშის ქვემოთაც, რომლებიც სამსხვერპლოდ გამოიყენებოდა. დარბაზი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით. შეისრულია კონქის თაღიც. ფასადები სადაა. ეკლესიას ორფერდა სახურავი ჰქონდა, მასზე მოგვიანებით საგანგებო ბაქანი მოაწყვეს და სამრეკლო დააშენეს.


No comments:

Post a Comment

ამ ბლოგში მე თქვენს მოხიბვლას ანანურის საოცარი ციხე-სიმაგრეთი შევეცდები, რომელიც მნახველს ყოველთვის გაოცებულს ტოვებს

პოპულარული პოსტები

პოსტები